საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 197 114 ადამიანმა გაიკეთა
Stopcov. ge -ს მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 083-მა ადამიანმა
გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 197 114-მა მოქალაქემ გაიარა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 352 649 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 820, გარდაიცვალა 5 012
პაციენტი.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,
„ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის
100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო,
„სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მასალის გამოყენების პირობები