საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 197 114 ადამიანმა გაიკეთა
Stopcov. ge -ს მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 083-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში ვაქცინაცია 197 114-მა მოქალაქემ გაიარა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 352 649 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 337 820, გარდაიცვალა 5 012 პაციენტი.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google