ცეცხლს ვეთამაშებით, მაქვს ფოტოები, რამხელა სუფრები იმართება - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობა ქორწილების და ჭირის სუფრებს ისევ შლის, რაც "ცეცხლთან თამაშია". 
მისი თქმით, მსგავსი სოციალური ღონისძიებებისგან თავის შეკავება კიდევ ერთი წლის განმავლობაშია აუცილებელი.
„შემიძლია, გაჩვენოთ რამდენი ფოტო მაქვს ჩაყრილი, რამხელა ქორწილები და ჭირის სუფრები იმართება ისევ. ცეცხლს ნუ ვეთამაშებით. მარტო შოლტი არ მოქმედებს, ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ კიდევ ერთი წელი მაინც თავი უნდა შევიკავოთ ამისგან“, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია შეცვლილია. მკაცრი ლოკდაუნიდან ქვეყანა შედარებით ბალანსირებულ მიდგომაზეა გადასული, შესაბამისად, მაქსიმალური კონტროლი რეგულაციების აღსრულებაზე უნდა იყოს, "ადამიანების თვითშეგნების გაძლიერებაა მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ყველამ გავითავისოთ, რომ პირბადე უნდა ვატაროთ და დიდი თავყრილობებისგან თავი შევიკავოთ".

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გამყრელიძე /