კახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსამდე გათბება.

ასევე ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავშიც. დღის განმავლობაში +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +28 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /