როგორი ამინდი იქნება კახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +30 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში. დღის განმავლობაში +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +31 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი / კახეთი /