კახეთში კიდევ 53 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 092 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 586 კვლავ თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიზედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 56, იმერეთში - 131, ქვემო ქართლში - 81, შიდა ქართლში - 58, გურიაში- 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 61, კახეთში - 53, მცხეთა-მთიანეთში - 31, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 16.

ამ ეტაპზე 677 მძიმე პაციენტია ქვეყანაში, ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე 191 ადამიანი იმყოფება. 15 ივნისის მონაცემებით ვირუსი კიდევ 775-მა პირმა დაამარცხა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 355 368 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 341 103, ხოლო გარდაიცვალა 5 083.

| Print |
FaceBook Twitter Google