ორი დოზით აცრილებში გვაქვს 0.2% ინფიცირება”- ამირან გამყრელიძე
ორი დოზით ვაქცინირებულთა შორის ინფიცირების შემთხვევები გაცილებით ნაკლებია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.

მისი თქმით ვაქცინის ორი დოზით, უკვე 70 000-მდე ადამიანია აცრილი.
“ვაქცინის ორი დოზით, დღეის მდგომარეობით, 70 000-მდე ადამიანია აცრილი. ვადასტურებ, რომ ორი დოზით აცრილებში გვაქვს, 0.2% ინფიცირება. ერთი დოზით აცრილებში კი ეს პროცენტი არის 1.8. თუმცა უმრავლესი შემთხვევები არის მსუბუქი ინფიცირება და მათი მკურნალობა არა კლინიკებში, არამედ სახლის პირობებში ხდება,”- განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google