პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება - ამირან გამყრელიძე
გარდაცვალებულთა მაჩვენებელს, რომელიც ყველაზე მძიმე ინდიკატორია ეპიდსიტუაციის დასახასიათებლად, დინამიკა ნელი ტემპით აქვს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მე არ უარვყოფ, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი მაღალია და ამას ხშირად ვამბობდით. პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, მიტომ ახლა, ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google