კახეთში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების აცრა დაიწყო
კახეთში, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების აცრა დაიწყო. იმუნიზაციის პროცესი, კორონა ვირუსის საწინააღმდეგო, ჩინური წარმოების ვაქცინით ” სინოვაკით” მიმდინარეობს.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, რიგითი მოქალაქეების გარდა, უკვე ტურიზმის სფეროს 50 წარმომადგენელი აიცრა.კახეთის რეგიონის მასშტაბით , სხვადასხვა ვაქცინით კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა, უკვე 6 ათასამდე მოქალაქემ გაიკეთა.

მასობრივი იმუნიზაცია საქართველოში, ივლისის ბოლოდან დაიწყება, როცა ქვეყანაში, სხვადასხვა სახეობის ვაქცინის სამ მილიონამდე დოზის ეტაპობრივი შემოტანა დაიწყება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები აცრა / კახეთი /