კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge - ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 811 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 356 179 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 341 775, გარდაიცვალა 5096 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

| Print |
FaceBook Twitter Google