თუ ადამიანი ვაქცინირებულია და აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს- პაატა იმნაძე
თუ ადამიანი ვაქცინირებულია, მაგრამ აუცრელების გარემოცვაშია, პირბადე აუცილებლად უნდა ეკეთოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„როდესაც მე აცრილი ვარ, შეიძლება კორონა მაინც მქონდეს (ძალიან ნაკლებია ამის ალბათობა). მართალია აცრილი ნაკლებად გადამდებია, მაგრამ მაინც არის ალბათობა, რომ მან დააავადოს სხვა. ამიტომაც, თუ შენ ხარ აცრილების გარემოცვაში, პრობლემა არ იქნება პირბადის მოხსნა, მაგრამ თუ არ ხარ აცრილების გარემოცვაში, პირბადე უნდა გეკეთოს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

| Print |
FaceBook Twitter Google