კახეთში კოვიდინფიცირების კიდევ 38 შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 811 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 470 თბილისში გამოვლინდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 53, იმერეთი - 69, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 39, გურიაში - 3, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 50, კახეთში - 38, მცხეთა-მთიანეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 6.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 672 მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხოლო ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე 189 პირია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 356 179 ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 341 775, ხოლო გარდაიცვალა 5 096.

| Print |
FaceBook Twitter Google