ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება - პაატა იმნაძე
ინდური შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. მისი სიმპტომატიკაც ცოტათი განსხვავდება, მას უფრო მეტი სურდო შეიძლება ახასიათებდეს, ვიდრე სხვა შტამებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ინდური შტამი უფრო ჰგავს ჩვეულებრივ გაციებასა და გრიპისმაგვარ დაავადებებს.
„ეს თავის მხრივ სახიფათოა, შეიძლება ადამიანმა ყურადღება არ მიაქციოს, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რადგან შეიძლება ვირუსი გაციების სიმპტომებით მიდიოდეს, თვითონ ახალგაზრდებისთვის, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არ არის მძიმე მიმდინარეობის, მაგრამ ეს შეიძლება მათი უფროსი ასაკის ოჯახის წევრებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა.

| Print |
FaceBook Twitter Google