საზაფხულო გამოწვევა კითხვაში
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველი ბავშვებისთვის აცხადებს საზაფხულო გამოწვევას კითხვაში. ამ პროექტით ამერიკის საელჩო მხარს უჭერს 2021 წელს თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად გამოცხადებას , რაც წიგნებისა და კითხვის პოპულარიზაციის დიდი ზეიმია.

საელჩოს ინფრმაციით, ამერიკელები მიიჩნევენ, რომ კითხვა - ეს არის ზაფხულის არდადეგებზე სამყაროს შესწავლის საუკეთესო საშუალება.

„წიგნებს შეუძლიათ თქვენი წაყვანა მსოფლიოს ყველა კუთხეში და სამყაროს მიღმაც. კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიამოვნება ცხოვრებაში და ადრეული ასაკიდან დაწყება კითხვის ჩვევად ქცევაში გვეხმარება. საზაფხულო გამოწვევა კითხვაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული ტრადიცია. მილიონობით ამერიკელი ბავშვი ამ ზაფხულსაც კითხვაში გაატარებს. Ჩვენ ვიწვევთ ქართველ ბავშვებს, იკითხონ ჩვენთან ერთად,“ - ამბობს ელჩი კელი დეგნანი.

როგორც საელჩოში განმარტავენ, Პროგრამა მარტივია.

„აირჩიეთ წიგნი ქართულ ან ინგლისურ ენაზე, წაიკითხეთ, შეავსეთ ამერიკული სივრციდან მიღებული წიგნის ფორმა და დაუბრუნეთ მათ 10 სექტემბრამდე. ბავშვებს შეუძლიათ, რომ წიგნები გამოიტანონ ამერიკული სივრციდან, საჯარო, სკოლის ან ოჯახის ბიბლიოთეკიდან, ითხოვონ მეგობრებისგან, ან ოჯახის წევრებისგან, შეიძინონ მაღაზიაში, ან ნახონ ნებისმიერ ხელმისაწვდომ ადგილას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი წიგნი ინგლისურად ან ქართულად, მხატვრული ან არამხატვრული ლიტერატურა.

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც 100 გვერდს მაინც წაიკითხავს, მიიღებს ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ხელმოწერილ ვერცხლის სერტიფიკატს. ბავშვები, რომლებიც 500 გვერდს მაინც წაიკითხავენ, მიიღებენ ოქროს სერტიფიკატს. ქულები ინგლისურად წაკითხული გვერდებისთვის გაორმაგდება.“ - ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, წიგნები ინგლისურ და ქართულ ენებზე და წიგნის წაკითხვის შემდეგ შესავსები ფორმები შეგიძლიათ, ნახოთ ამერიკულ სივრცეებში, შემდეგ მისამართებზე:

  • თბილისის ამერიკული კუთხე - მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზირი #6
  • მარნეულის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, რუსთაველის ქუჩა #73
  • რუსთავის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, შარტავას ქუჩა #11
  • თელავის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ერეკლე მეფის ქუჩა #1
  • ყვარლის ამერიკული თარო - #1 საჯარო სკოლა, სააკაძის ჩიხი #5
  • ამერიკის საელჩოს მოძრავი ბიბლიოთეკა (ბუქმობილი), წეროვანი, ფრეზეთი და გალავანი
  • გორის ამერიკული თარო - ცენტრალური ბიბლიოთეკა, სტალინის ქუჩა #8
  • ხაშურის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ძნელაძის ქუჩა #10
  • ქუთაისის ამერიკული კუთხე - საბავშვო ბიბლიოთეკა, დუმბაძის ქუჩა #2
  • ოზურგეთის ამერიკული თარო - ცენტრალური ბიბლიოთეკა, 26 მაისის ქუჩა #9
  • ზუგდიდის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, მერაბ კოსტავას ქუჩა #58
  • ბათუმის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, ვაჟა ფშაველას ქუჩა #21
  • ხულოს ამერიკული თარო - ბიბლიოთეკის კულტურის ცენტრი, ჭავჭავაძის ქუჩა
  • ახალციხის ამერიკული კუთხე - ცენტრალური ბიბლიოთეკა, თამარ მეფის ქუჩა #6 ა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს
მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი
speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ,
რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის პოზიციებზე, საქართველოს მასშტაბით, ვაკანსია გამოცხადდა. როგორც გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, დალი მინდიაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, მათ გასული წლის დეკემბერში უკვე იცოდნენ, რომ აღნიშნულ პოზიციებზე ღია კონკურსი გამოცხადდებოდა.
15:22 / 05.04.2024
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით,
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული
სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტებისთვის ალექსანდრე ცხვედელაძის სახელობის სტიპენდია დაწესდა.
16:39 / 27.02.2024
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება.
კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29
თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის
უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს,
რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის
გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ
ერთწლიანი გამოცდილება.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იწყება. კანდიდატების რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.
10:28 / 16.02.2024
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების
დაჯილდოება გაიმართა.
გურჯაანში 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა.
16:24 / 27.12.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 27 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 27 °C
img
ახმეტა 15 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.