გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს კახეთში ცვალებადი
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +35 გრადუსამდე გათბება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის
განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უმეტესად მზიანი დღე იქნება თელავში. დღის განმავლობაში +32 გრადუსი
დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა
მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +35 გრადუსამდე გათბება, ღამით
კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი
სიღნაღში, +34 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი
დაფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები