იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრავე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

უზენაესს სასამართლოში დასანიშნ ცხრა კანდიდატს შორის არიან: გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე, ლაშა ქოჩიაშვილი. კანონმდებლობის მიხედვით, სია წარედგინება პარლამენტს და სწორედ პარლამენტში გაიმართება გასაუბრება.

| Print |
FaceBook Twitter Google