სიღნაღში ლავანდების ყვავილობა დაიწყო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში (თბილისიდან 80 კილომეტრში) ლავანდების ულამაზესი პლანტაციები მდებარეობს. მას სეზონზე უამრავი ტურისტი სტუმრობს.
ამ ულამაზესი სანახაობის ხილვა 15 ივნისიდან რამოდენიმე კვირის განმავლობაშია შესაძლებელი, ესაა პერიოდი როცა ლავანდა იწყებს ყვავილობას.

აღსანიშნავია, რომ ლავანდის პლანტაციები საქართველოში მხოლოდ ერთგან, სოფელ ნუკრიანშია გაშენებული.

იქ სტუმრობა ნებისმიერი მსურველისთვის განსაზღვრულ დროს - 11:00 დან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.

ამ მშვენიერი ყვავილის ისტორია საუკუნეებს ითვლის. იგი ძველთაგანვე პარფიუმერიაში გამოიყენეოდა. ამის გარდა მას განტვირთვის საშუალებად და სამკურნალოდაც იყენებდნენ.

შუა საუკუნეებში ლავანდა საკრალური მცენარეც კი გახდა, მას კათოლიკური ეკლესია ავი სულების განსადევნად იყენებდა.

პირველად ლავანდის ზეთის მიღება მეთორმეტე საუკუნეში შეძლეს და მას მერე კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებებში აქტიურად გამოიყენება.


| Print |
FaceBook Twitter Google