კახეთში 37 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 741 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 414 კვლავ თბილისში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 38, იმერეთში - 82, ქვემო ქართლში - 50, შიდა ქართლში - 40, გურიაში - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 39, კახეთში - 37, მცხეთა-მთიანეთში - 16, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში - 10.

ქვეყანაში 647 მძიმე პაციენტი მკურნალობს, ხელოვნური სუნთქცის აპარატზე 181 პირია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 356 920 პირი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 342 720, ხოლო გარდაიცვალა 5 114.

| Print |
FaceBook Twitter Google