გურჯაანელმა მოცურავეებმა ორი ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი აიღეს
ბათუმში გამართულ აჭარის ღია პირველობაზე ცურვაში, გურჯაანის სპორტული გაერთიანების აღსაზრდელებიც იღებდნენ მონაწილეობას.

მწვრთნელის, გიორგი ჯეჯელავს თქმით, გურჯაანელმა სპორტსმენებმა 2 ვერცხლის და ხუთი ბრინჯაოს მედალი აიღეს.

„ გურჯაანიდან ოთხი ბავშვი იღებდა მონაწილეობას. ორმა გაიყო მეორე ადგილი. ესენი არიან ნინო მამუკაშვილი და მარიამ ქვლივიძე. გუნდურ შეჯიბრში კი მესამე ადგილი დავიკავეთ. სულ ავიღეთ შვიდი მედალი: ორი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო.

ძალიან ძლიერი ბავშვები არიან და ადრეც ჰქონიათ წარმატებები. მართალია, პირველი ადგილი ვერ ავიღეთ, მაგრამ ამ შედეგითაც კმაყოფილი ვარ. მონაწილეობას იღებდნენ სპორტსმენები: თბილისიდან, ბათუმიდან, ჭიათურიდან, საჩხერედან, რუსთავიდან და გორიდან. “

გამარვებულებს შესაბამისი სინჯის მედლები და დიპლომები გადაეცათ.

როგორც გიორგი ჯეჯელავა ამბობს, ივლისში თბილისში ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი, სადაც გურჯაანელი სპორტსმენებიც იასპარეზებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ცურვა /