პოლონეთში დაკარგულ კონდოლელ ახალგაზრდას მეექვსე დღეა ეძებენ
ვარშავაში დაკარგული ახალგაზრდა, რომელსაც ექვსი დღეა ეძებენ, კონდოლის მკვიდრი 24 წლის დიტო ხელხელაურია.

ახლობლებს მასთან ბოლო კონტაქტი ერთი კვირის წინ ჰქონდათ. ნათესავები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდას პრობლემა პოლონელ გოგონასთან ურთიერთობის გამო შეექმნა. მამაკაცის დაკარგვის შესახებ, ცნობილია ვარშავის პოლიციისათვის. ფაქტის შესახებ უკვე აცნობეს პოლონეთში საქართველოს საელჩოსაც.

| Print |
FaceBook Twitter Google