საქართველოში კიდევ 671 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
Stopcov.ge - ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 671 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 657 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 357 591 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 343 377, გარდაიცვალა 5 131 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

| Print |
FaceBook Twitter Google