10 წლამდე ბავშვებს საქართველოში შემოსვლისას PCR ტესტის პასუხის წარდგენა აღარ მოუწევთ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხო ქვეყნიდან საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, ან საზღვაო გზით შემოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს(მოქალაქეობის მიუხედავად) აღარ მოუწევს ბოლო 72 საათში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენა.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. აღნიშნული ცვლილების მიხედვით, 10 წლამდე ბავშვებს ტესტირების გაკეთება არც ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს მოუწევთ

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები საზღვარი / ტესტი /