პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა დღეს გაგრძელდება
პარლამენტი საარჩევნო რეფორმის საკითხის განხილვას განაგრძობს. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავს.

ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაუმჯობესებულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს. საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უკვე ცნობილია, რომლის გათვალისწინებითაც უახლოეს დღეებში საარჩევნო რეფორმის საკითხი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

| Print |
FaceBook Twitter Google