თამარ ჟვანია საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხებს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს უპასუხებს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, კომისიამ შეარჩია ყველაზე პრობლემური უბნები, სადაც ყველაზე მაღალი დისბალანსი იყო, როგორც ბიულეტენების ნაკლებობის, ასევე, ბიულეტენების მეტობის კუთხით. ყველაზე პრობლემური უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარეს და კომისიის სხდომაზე უკვე გამოკითხეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კომისია / ჟვანია /