კახეთში კიდევ 16 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 260 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი- 166 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 18, იმერეთში - 17, ქვემო ქართლში - 14, შიდა ქართლში - 9, გურიაში - 0, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 7, კახეთში - 16, მცხეთა-მთიანეთში - 5, სამცხე-ჯავახეთში - 7, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 358 საიდანაც 2 819 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია 683 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 178 პირი. 590 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 4 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 37 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 190 პირი.

| Print |
FaceBook Twitter Google