კორონავირუსის ვაქცინა 234 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა
21 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 234 410-მა პირმა გაიკეთა. სრულად ვაქცინირებული კი 82 189 მოქალაქეა.

ამ დროისათვის საქართველოში ოთხი ვაქცინაა შემოსული. ესენია: „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და“ სინოვაკი“. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესამე კვარტალში, Covax-პლატფორმის საშუალებით, საქართველო 700 000 დოზა Novavax-ის და 130 000 დოზა Johnson & Johnson-ის ვაქცინებს მიიღებს.

| Print |
FaceBook Twitter Google