კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი, გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, შალვა ბედოიძემ და ვლადიმერ ბორცვაძემ ახალი ხელმძღვანელი თანამშრომლებს პირადად წარუდგინეს და მას ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

შსს-ს ინფრორმაციით, ამ დრომდე გიორგი ალადაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს.

| Print |
FaceBook Twitter Google