ორივე დოზით აცრილი ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან- ივანე ჩხეიძე
ორივე დოზით აცრილი ადამიანები ნაკლებად ინფიცირდებიან, COVID-19-ის გამოვლენის შემთხვევაში კი მარტივად გადააქვთ ვირუსი. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულად აცრილ ადამიანებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ათასზე 0,2%-ს შეადგენს. ერთჯერადად აცრილების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი განსხვავებულია.

„ორჯერ აცრილთა სტატისტიკა არსებობს. რამდენიმე დღის წინ ჰქონდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს ინფორმაცია გამოქვეყნებული. საქართველოში ეს მაჩვენებელი შეადგენს 0,2%-ს. რაც ნიშნავს, რომ 1000 ადამიანიდან, რომლებმაც ორჯერ ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლებელია ორს დაემართოს კორონავირუსი. 1000-დან ორი არის ძალიან მცირე მაჩვენებელი. როგორც წესი, ამ პაციენტებს არ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია და დაავადება იმდენად მსუბუქია, რომ შესაძლებელია სახლის პირობებშიც გადაიტანონ. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ერთჯერადი ვაქცინაციის შემდეგ. ერთჯერადად ჩატარებული ვაქცინაცია არ იძლევა მნიშვნელოვან დაცვას და მეორე ვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ არის ორგანიზმი მაქსიმალურად დაცული ინფიცირებისგან“, - განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google