ველისციხის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა

ველისციხის ურბანული განახლების პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60- მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და I სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობაა დაგეგმილი, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის გამწმენდი ნაგებობა

პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრის ჩამოყალიბებას, რაც თავის მხრივ, ველისციხის მოსახლეობისთვის ახალ ეკონომიკური შესაძლებლობებს გააჩენს

პროექტი აზიის განვითარების ბანკის 30 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება

| Print |
FaceBook Twitter Google