პირბადის ღია სივრცეში ტარება სავალდებულო აღარ არის
საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.


„სავალდებულო არ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება, გარდა ტრანსპორტისა და დახურული სივრცეებისა. ეს ერთი, მეორე, 1 ივლისიდან გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდანტის საათი. და მესამე, ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციის პროცესს.“ - განაცხადა პრემიერ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პირბადე /