ორ კვირაში შემოვა მილიონი ვაქცინა და დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციას- ირაკლი ღარიბაშვილი
ორ კვირაში შემოვა მილიონი ვაქცინა და და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ ვაქცინაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან

| Print |
FaceBook Twitter Google