პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია, უნდა ატაროს- ამირან გამყრელიძე
შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, რეკომენდაციები და რეგულაციები მაინც უნდა დავიცვათ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გასაგებია, რომ პირბადე აუცილებელი არ იქნება ღია სივრცეში, მაგრამ რეკომენდებულია. ვისაც უნდა და მიზანშეწონილად მიაჩნია, მან უნდა ატაროს. ბევრს გეტყვით, რომ პირბადის ტარება მიზანშეწონილია, მაგრამ ის არ იქნება მანდატორული. პირბადის გამოყენება ძალაში რჩება დიდი თავშეყრის ადგილებში, გაჩერებებზე, ავტოტრანსპორტში, მეტროში და ა.შ. და რა თქმა უნდა, დახურულ შენობებში“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google