ლაგოდეხში ვაქცინაციის სამი ცენტრი იხსნება
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის სამი ცენტრი იხსნება. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად, ვაქცინაციის კაბინეტები : კაბალში, აფენსა და ცოდნისკარის ამბულატორიაში ამოქმედდება.
ექიმები და ექთნები, ვაქცინაციის ჩასატარებლად, უკვე გადამზადებულია. დღემდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აცრის მხოლოდ ერთი ცენტრი მუშაობდა.
მთლიანად კახეთის რეგიონში, ვაქცინაცია ახმეტის გარდა, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

| Print |
FaceBook Twitter Google