პარლამენტი სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით ცვლილებებს განიხილავს
პარლამენტი მეორე მოსმენით, დღეს რეგლამენტში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო ხმების რაოდენობა იზრდება.

რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრის დაკავება - დაპატიმრებაზე, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირად ჩხრეკაზე თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე დაკავებული ან დაპატიმრებული პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პარლამენტის დადგენილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს 90 დეპუტატი დაუჭერს.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.

| Print |
FaceBook Twitter Google