გურჯაანის მუნიციპალიტეტში დღეს ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება
დღეს, 23 ივნისს გეგმიური სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გაზის მიწოდება შეეზღუდება ქალაქ გურჯაანს და მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.


„შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 23 ივნისს გურჯაანის გაზგამანაწილებელ სადგურში, გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, შემოვლითი ხაზის აღდგენასა და ოდორანტის კვანძის განახლებას აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 23 ივნისის 11:00 დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ქალაქ გურჯააანს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ჭანდარს, ძირკოკს, ვეჯინს, ჩუმლაყს.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით, ისინი სისტემატურად ახორციელებენ გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გაზი /