საქართველოში კორონავირუსის კიდევ 773 შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 773 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 575 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 360 828 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 346 792, გარდაიცვალა 5 211 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

| Print |
FaceBook Twitter Google