გურჯაანში ვაქცინის მობილური ცენტრი ამოქმედდება
აცრის ოთხი კაბინეტის გარდა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, მობილური ცენტრიც ჩაატარებს.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, მანანა გოგაშვილის განმარტებით, მობილური ჯგუფი იმ ადამიანების ასაცრელად იქმნება, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია.

” მობილური ჯგუფი მოემსახურება აცრის მსურველ მოქალაქეებს, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამ ჯგუფის გადაადგილებას, მერია უზრუნველყოფს. ეს სერვისი იმუშავებს მათთვის, ვისაც აცრის კაბინეტამდე მისვლა არ შეუძლია. მთლიანობაში, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალში ჩათვლით, იქნება აცრის ექვსი პუნქტი და სავარაუდოდ, შეფერხება არ უნდა მოხდეს”- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების ჩასატარებლად, ვაქცინაციის კაბინეტები ველისციხის, ბაკურციხისა და კაჭრეთის ამბულატორიებში ამოქმედდება.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ვაქცინა / ცენტრი /