კახეთში კორონავირუსის კიდევ 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 656 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი 368 შემტხვევა, თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით ეპიდსიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 48, იმერეთში - 55, ქვემო ქართლში - 52, შიდა ქართლში - 22, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 37, კახეთში - 49, მცხეთა-მთიანეთში - 7, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 577, მძიმე პაციენტია 802 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პირი, 579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 5 386 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 33 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 8 187 პირი.საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 361 484 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 347 653 გამოჯანმრთელდა, 5 228 კი, გარდაიცვალა.

| Print |
FaceBook Twitter Google