კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა 245 380 ადამიანმა ჩაიტარა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 792-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 245 380 აცრა გაკეთდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 361 484 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 347 653, გარდაიცვალა 5 228 პაციენტი.

| Print |
FaceBook Twitter Google