ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC რეკომენდაციებს ავრცელებს
ბოლო დღეებში საქართველოში ტემპერატურამ 40 გრადუსამდე მოიმატა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბავშვებს, მოხუცებს და იმ პირებს, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, განსაკუთრებული სიფრთხილსკენ მოუწოდებს.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70,000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე“, – ნათქვამია NCDC–ს განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google