კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov.ge - ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 699 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 614 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 362 183 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 348 267, გარდაიცვალა 5 237 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

| Print |
FaceBook Twitter Google