8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს
სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 8 წლის მოზარდზე სექსუალურად იძალადეს. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი მისივე მეზობელი მამა-შვილია.

სამართალდამცველებმა 65 წლის მამა და 35 წლის შვილი უკვე დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული და მიმდინარეობს დაკითხვა.მომხდარ სავარაუდო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

| Print |
FaceBook Twitter Google