კახეთში კიდევ 41 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 699 ახალი შემთხვევიდანყველაზე მეტი 418 კვლავ თბილისში დაფიქსირდა.
რეგიონების მიხედვით სიტუაცია ასე გამოიყურება: აჭარაში - 36, იმერეთში - 57, ქვემო ქართლში - 51, შიდა ქართლში - 36, გურიშა - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 32, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 653 საიდანაც: 2 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 657 პირი,ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166 პაციენტი. 585 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 362 - თბილისში, 218- აჭარაში. 5 476 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 923 ადამიანი.

| Print |
FaceBook Twitter Google