ბავშვზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულების სახლს ცეცხლი წაუკიდეს
სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილის სახლს, სავარაუდო დაზარალებულის ახლობლებმა ცეცხლი წაუკიდეს. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 8 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 65 წლის მამა და მისი 35 წლის შვილი უკვე დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან და მიმდინარეობს დაკითხვა.

მომხდარ სავარაუდო ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს. ძალოვანი უწყების ცნობით, დანიშნულია ექსპერტიზა, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

| Print |
FaceBook Twitter Google