კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მსოფლიოში 180 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 180 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 180 002 437 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 900 469 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 33 590 549 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 603 178 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

| Print |
FaceBook Twitter Google