ივლისის შუა რიცხვებამდე ქვეყანა სამი დასახელების ვაქცინას მიიღებს – ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ივლისის პირველი კვირიდან შემოვა.

" პირველი ნახევრიდან დაიწყება შემოსვლა ვაქცინების და ივლისის შუა რიცხვებამდე გვექნება დიდი რაოდენობით სამი დასახელების ვაქცინა, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით ვაქცინებიდან ორი ჩინური წარმოების იქნება.
„თანდათან გაფართოვდება ვაქცინაციის არეალი და ვაქცინაციის რიცხვი. გვინდა, რომ ივლისში ყოველდღიურად 20-დან 25 000-მდე აცრა გაკეთდეს“, – განაცხადა მან.

| Print |
FaceBook Twitter Google