გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ მელაანში, სამების
ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია განახორციელა. მოასფალტების
სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2046 მეტრი სიგრძის გზას,
მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხი, ეზოებში შესასვლელები და
მიერთებები.
აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 873 345 ლარით
დაფინანსდა.
საგზაო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით,
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "გზამშენი 15" შეასრულა.
მასალის გამოყენების პირობები