საქართველოში კორონავირუსის კიდევ 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 352 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 808 პაციენტი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 363 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 350 466, გარდაიცვალა 5 275 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

| Print |
FaceBook Twitter Google