კახეთში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, წნორი-დედოფლისწყაროს დამაკავშირებელ გზაზე, ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა.შეჯახების შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე პოლიცა და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ავარია / კახეთი /