პარლამენტში კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებულების ამნისტიაზე პაკეტს წარადგენენ
დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს წარადგენენ, რომლის მიხედვით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებულ პირებს, ამნისტია შეეხებათ.

გარდა ამისა, კოვიდ რეგულაციების დარღვევის გამო დაჯარიმებული მოქალაქეები ადმინისტრაციული სახდელისგან და დაკისრებული ჯარიმების გადახდის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 24 ივნისს განაცხადა, რომ პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი, რომელმაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციები დაარღვია, გათავისუფლდეს ეს სისხლის სამართლებრივი თუ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან. ამნისტია შეეხება 245 ათასზე მეტ ფიზიკურ და 344 იურიდიულ პირს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პარლამენტი /